ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი ათასი ლარით დაჯარიმდა - შსს
08/05/2023
21:02
სამართალი
A-
+A
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს.
აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.
სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
0
0
213
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%