
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის სასამართლო განხილვები გრძელდება- ამ წუთებში, მორიგი სხდომა იმართება. ამ შემთხვევაში საუბარია ეპიზოდზე, რომელშიც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ერთ ერთი სპეციალისტია ბრალდებული.
სხდომაზე დაკითხავენ ორ ექსპერტს, სწორედ მათ აღმოაჩინეს შადრევანში არსებული დაზიანებები.
"დღეს დაიკითხება საქმის ძირითადი გამომძიებელი და ასევე, ექსპერტი ტრასოლოგი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანება კაბელზე. შეკითხვები მექნება გამომძიებელთან მიმატებაში. კერძოდ, მაინტერესებს რამ მიიყვანა გამოძიება იმ დასკვნამდე და შემდეგ ბრალდების მხარე, რომ გიგაშვილს თითქოს ევალებოდა სავალდებულო ექსპერტიზების დასკვნების მოთხოვნა. რა სავალდებულო დასკვნებს გულისხმობს იმის გარდა, რაც საქმეში ისედაც არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სასამართლოს დავანახოთ ის, რომ არანაირი დამატებითი ვალდებულება რაიმე სხვა ექსპერტიზის მოთხოვნისა გიგაშვილს არ ჰქონდა", - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.
ადვოკატ მამუკა ბლიაძის თქმით, კომპანია "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინს", საქმესთან არანაირი კავშირ არ აქვს დამის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
"ვახტანგ ლონდარიძეს ედავებიან ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ვახტანგ ლონდარიძის ნაწილში, ის აღიარებს დანაშაულს და მანდ სადაო არაფერი გვაქვს. რაც შეეხება "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინს", რომელ კომპანიასაც მე წარმოვადგენ - ვამბობთ, რომ არავითარ კავშირში არ არის ამ საქმესთან და ვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ბლიაძე.
პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, გიგა გიგაშვილისა და სხვა პირთა მიმართ წარდგენილი ბრალდებების შესაბამის მტკიცებულებებს ემყარება და შესაბამის დოკუმენტებში იყო გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ.
"როგორც გიგა გიგაშვილის, ასევე სხვა პირთა მიმართ წარდგენილი ბრალდება, რა თქმა უნდა ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს და რა თქმა უნდა შესაბამის დოკუმენტებში არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შეესრულებინა აღნიშნულ პირს . "გრინ სერვის" უნდა წარედგინა გარკვეული დოკუმენტაცია, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, რომ ჩატარებული სამუშაოები იყო უსაფრთხო, თუმცა ამ დოკუმენტების წარუდგენლობის მიუხედავად, ფაქტია, რომ შესრულებული სამუშაოები იქნა ჩაბარებული.
რაც შეეხება ტრასოლოგს, მან გამოიკვლია უშუალოდ დაზიანებული კაბელი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დაზიანება იყო გამოწვეული სწორედ იმ ცხაურით, რომლის ქვეშაც იგი იყო მოყოლილი. შესაბამისად, სწორედ ამის ირგვლივ დაიკითხება დღეს ექსპერტი", - განაცხადა პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა.
0
0