
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობასა და ევრობიურიკრატებზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა.
„მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის. წინა პარლამენტში ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვეწინააღმდეგებოდით ხოლმე იმ კანონებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო შემოტანილი, განხილვას რომ არ ექვემდებარებოდა იმიტომ, რომ „ევროპასთან აღებული ვალდებულებების ფარგლებში ვაკეთებთ, რა საჭიროა ამ თემების განხილვაო“.
ჩვენი სკეპტიკური პოზიცია ევრობიუროკრატიასთან მდგომარეობდა იმაში, რომ სუპერსახელმწიფოებრივი სტრუქტურა, როგორიც არის ბრიუსელის ბიუროკრატია, ფაქტობრივად ახორციელებდა ევროკავშირში ძალაუფლების კონცენტრაციას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
0
0