20/03/2023
21:42
პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანსაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესის დაწყება წარმოადგენს.
საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რა ფორმით მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - მარგველაშვილი
როგორც მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა შეცდომაა.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს "ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა. სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს; სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
0
0