07/11/2022
20:18
პოლიტიკა
საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, ასევე, 34% კი აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა:
34% - ცალსახად მხარს უჭერს
34%- ცალსახად ეწინააღმდეგება
18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს
8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება
6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა
ამავე კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხულ მხარდამჭერთა 65% ცალსახად მხარს უჭერს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 68% აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პარტიების პრეფერენციის მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“:
65% - ცალსახად მხარს უჭერს;
23% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;
2% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
7% - ცალსახად ეწინააღმდეგება;
3%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა;
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ :
7%- ცალსახად მხარს უჭერს;
11% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;
11% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
68%- ცალსახად ეწინააღმდეგება;
3% - არ ვიცი / პასუხი არ გასცა;
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0