ველური ბუნების ბრიტანულმა პარკმა თავიანთი თუთიყუშების რეაბილიტაციისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ფრინველებმა ზოოპარკში ბილწსიტყვაობის კორიანტელი დააყენეს.
აფრიკული ჯიშის ნაცრისფერი თუთიყუშები, რომლებიც ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკს საჩუქრად 2020 წელს გადასცეს, სხვა თუთიყუშებისგან იზოლირებულად მოათავსეს.
ერიკის, ჯეიდის, ელსის, ტაისონისა და ბილის სასაუბრო ლექსიკა ზოოპარკის თანამშრომლებს აშინებთ, რადგან თვლიან, რომ ეს ვიზიტორ ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

"გადავწყვიტეთ, რომ ეს რვა, ბილწსიტყვაობის მოყვარული თუთიყუში 92 ზრდილობიან თუთიყუშთან ერთად მოგვეთავსებინა. თუ პარკის ახალი სტრატეგია იმუშავებს, მაშინ გინების მოყვარული თუთიყუშები სხვებისგან უფრო ნაკლებად აღმაშფოთებელ სიტყვებს ისწავლიან, მაგრამ თუ დანარჩენები მათგან სალანძღავ სიტყვებს ისწავლიან, მაშინ მათი ვოლიერი საშინელებად გადაიქცევა","თუ ისინი სხვა თუთიყუშებსაც ასწავლიან გინებას, გვეყოლება 250 უზრდელი ფრინველი, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა უნდა ვქნათ - განუცხადა CNN-ს პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკოლსმა.
0
0