04/11/2024
12:26
ტაბლოიდი
Coldplay-ს კონცერტზე გასართობად მისული თაყვანისმცემლები შოკში ჩავარდნენ, როცა ჯგუფის ფრონტმენი, კრის მარტინი სცენის ქვეშ ჩავარდა.
მელბურნის “მარველის“ სტადიონზე, ჯგუფის კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა, როდესაც მოულოდნელად, სიმღერის დროს 47 წლის მუსიკოსი დამსწრეთა თვალს მოეფარა. როგორც რამდენიმე წამში გაირკვა, ის სცენის ქვეშ არსებულ სათავსოში ჩავარდა. ფაქტმა შეკრებილ ადამიანებში შფოთვა გამოიწვია.
მიუხედავად უხერხული ინციდენტისა, კრისმა პოზიტიურობა შეინარჩუნა და მომხდარს სიცილით შეხვდა: "ეს დაგეგმილი არ ყოფილა", - განაცხადა მომღერალმა და დასძინა: "მადლობა, რომ დამიჭირეთ."
გასულ თვეში Coldplay-ს რიგით მეათე სტუდიური ალბომი გამოვიდა, სახელწოდებით Moon Music, რომელმაც ჩარტებში პირველი ადგილი მალევე დაიკავა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული ალბომიც კი გახდა.
როგორც ვარაუდობენ, ჯგუფი მომავალი წლისთვის პირველი ბრიტანული პროექტი გახდება, რომელსაც მსოფლიო ტურის შედეგად 1 მილიარდ ფუნტზე მეტი ექნება გამომუშავებული. წყარო ამბობს: "ჯგუფი Music Of the Spheres ტურიდან1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა. მათ ლაივ შოუებზე ყველა ბილეთი იყიდება, Coldplay გლობალურად მოთხოვნადია.
წყარო: thesun
0
0