08/07/2024
08:51
სამხედრო
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2024“ დღეიდან იწყება. ის საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწაა. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს თეთრიწყაროში.
„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე ჩართულია შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
0
0