02/05/2024
14:19
პოლიტიკა
=
“თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად დავეჯაჯგუროთ. ეტაპებია გასავლელი და ეს ეტაპები გამოტოვებული გვაქვს”- ამის შესახებ აცხადებს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.
"მოთხოვანა უნდა იყოს დაკავებული ხალხის გამოშვება. მას შემდეგ, რაც „რუსულ კანონს“ მიიღებენ, ნებისმიერი მოთხოვნა შეიძლება იყოს ლეგიტიმური. პრობლემა იმაში კი არ არის, აქციაზე ვინ დგას და რას ლაპარაკობს, აქციამდე უნდა იყოს საქმე გაკეთებული და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვის ენდობიან, ვისთან არიან და ლიდერებისგან რას ელოდებიან. რეპუტაცია მანამდე უნდა იყოს მოპოვებული, რადგან ადამიანები აქციაზე კი არ გაგიცნობენ, მანამდე გიცნობენ. აქციაზე დაგინახეს და შენით აღფრთოვანდნენ, ასეთი შემთხვევების ნაკლებად მჯერა.
ჯაჯგურის წინააღმდეგ კი არ ვარ, უბრალოდ, ეს მართლა ჯაჯგური უნდა იყოს. პარლამენტის ერთ კარს რატომ ეჯაჯგურებიან, ნახეთ, რამდენი კარი და ფანჯარაა, თუ პარლამენტში შესვლა უნდათ. თუ ჯაჯგურზე მივდივართ, რატომ მხოლოდ პარლამენტი და არა სხვა შენობები? ამდენი ხალხია და გადანაწილდეს. თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად დავეჯაჯგუროთ. ეტაპებია გასავლელი და ეს ეტაპები გამოტოვებული გვაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0