
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთ განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
კერძოდ, გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა:
“სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს - წავიდნენ და იომონ უკრაინაში…"
სწორედ ყოფილი პრეზიდენტის, მარგველაშვილის ამ განცხადებას პასუხობს ამირან სალუქვაძე:
"უსამშობლო, უღირსი და მართვადი, სხვა ვინ იტყვის მსგავსს?!
პირი გამოირეცხეთ, როცა ჯარისკაცებზე საუბრობთ!
კონსტუტუცია რომ არ წაუკუთხავს, ჩანს. ნინიას ბაღი ჰგონია ჯარის გაგზავნა, ამორალურ ბრალდებას რომ თავი დავანებოთ.
აი ეს, სავალდებულო სამსახურს, რომელი ფორმაც ათობით ქვეყანაშია და უკრაინის ომის ფონზე, გერმანიაც დაფიქრდა სამსახურის ამ ფორმის აღდგენაზე, უწოდებს მონობას", - წერს სალუქვაძე და მარგველაშვილის განცხადებას აზიარებს.
0
0