-share.jpg)
აშშ-ის მისურის შტატში, სასამართლომ სიდნი ჰოლმსი 34-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. 1989 წელს ის 23 წლის იყო, როდესაც გაასამართლეს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. მისურის სასამართლომ ჰოლმსის მიმართ წაყენებული შეიარაღებულ ძარცვასთან დაკავშირებული ბრალდება და სასჯელი - 400-წლიანი პატიმრობა - გააუქმა. კერძოდ, სასამართლოს მტკიცებით, ჰოლმსს მანქანით გადაჰყავდა ორი მამაკაცი, რომლებმაც ერთ-ერთი მაღაზიის წინ, წყვილი იარაღის მუქარით გაძარცვეს. პოლიციამ მძარცველების კვალს ვერ მიაგნო.
გამოძიება ბროვარდის შტატის ადვოკატურის მსჯავრდებულთა განხილვის განყოფილების მიერ წარიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ ჰოლმსს ალიბი ჰქონდა და, რომ მოწმემ ის და მისი მანქანა არასწორად დაასახელა.
„საბოლოოდ, ყველა ჩვენგანი მივედით ერთსა და იმავე დასკვნამდე, რომ ეს კაცი უსამართლოდ იყო მსჯავრდებული და ციხეში არ უნდა ყოფილიყო“, - თქვა ადვოკატმა ჰაროლდ პრაიორმა.
როგორც ABC News-ი წერს, ჰოლმსი ახლა 57 წლისაა და საბოლოოდ თავისუფალი ადამიანია.
”ვიცოდი, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა. ამ სიხარულს სიტყვით ვერ გადმოვცემ. მადლიერი ვარ ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მოცემისთვის. ათწლეულობით დაკარგული დროის მიუხედავად, ქრისტიანული რწმენით, არავის შევიძულებ. უბრალოდ, ცხოვრება უნდა გავაგრძელო”, - თქვა ჰოლმსმა.
0
0
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან
09/05/2026