
საქართველოში USAID-ის დემოკრატიული განყოფილების ხელმძღვანელის, ლისა კოვაკის განცხადებით, ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები იმყოფებოდნენ საქართველოში, რათა დახმარებოდნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ პოზიციები.
„USAID-ი ამაყობს, რომ თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. CANVAS-ი ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას. ამ შემთხვევაში ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში, რათა დახმარებოდნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ პოზიციები. ვამაყობთ, რომ მსგავს პროექტებს ვახორციელებთ“, - აცხადებს ლისა კოვაკი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუსში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები დაიბარეს.
„კანვასი“ ნახსენებია სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.
0
0