
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს.
„არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „პოლიტიკოსთვის“ იცემულ ინტერვიუში.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა „ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტებთან და „ეს ასეა დღესაც“. თუმცა, მისი თქმით, ევროპამ ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გაამახვილოს და არა სხვებთან შედარებაზე.
„მთელი გულით მე დარწმუნებული ტრანსატლანტიკოსი ვარ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროკავშირი ვართ, რომ შევხედოთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცვლებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე? მოდით, ვიმუშაოთ ამაზე. მოდით, ვიამაყოთ ამით. მოდით, დავუჭიროთ მხარი გაერთიანებულ ევროპას. ეს ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ შექმნილი ერების ჯგუფი უწოდა.
0
0