
ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ, ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა, შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „კახეთში გამართულ ევროპის დღეებზე მოვისმინეთ მათ შორის ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებები. ვნახეთ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტი. ეს ჯგუფი ასრულებს იმ სიმღერასაც, რომლითაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენად ჯდება ჰერჩინსკის ქმედებები დიპლომატის ფუნქციებში?“.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.
„ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო – ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა, შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0