
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტრამპის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარას შეცდომა უწოდა. მისი თქმით, დადგა დრო ახალი დამოუკიდებელი ევროპის მშენებლობისთვის.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გეოპოლიტიკური შოკი უნდა იყოს შესაძლებლობა ევროპისთვის“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე „სეისმური ცვლილებების უნდა იქცეს შესაძლებლობად ახალი დამოუკიდებელი ევროპის ფორმირებისთვის.
„ცვლილებები თუ მუდმივია, მაშინ ევროპა ასევე უნდა შეიცვალოს სამუდამოდ. ახლა დროა, გამოვიყენოთ შესაძლებლობა ახალი დამოუკიდებელი ევროპის ასაშენებლად“, – განაცხადა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ევროპა ირჩევს თავისუფლად ვაჭრობას ტარიფების ნაცვლად, პარტნიორობას იზოლაციის ნაცვლად, მდგრად განვითარებას ექსპლოატაციის ნაცვლად“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა გრენლანდიის საკითხზეც და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ტარიფების მუქარა შეცდომაა და არქტიკის უსაფრთხოებაში ევროპას და აშშ-ს საერთო ამოცანები აქვთ.
მისივე თქმით, არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ „ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“.
მისივე თქმით, ევროკავშირი მუშაობს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, რომელშიც შევა არქტიკის რეგიონის საკითხიც და ეს სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.
0
0
გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
20/01/2026