
ევროპამ თავდაცვისთვის მეტი უნდა გააკეთოს, ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ძლიერი ევროპა ასევე ნიშნავს ძლიერ ნატო-ს.
„ეს არის აზროვნება, რომელიც ევროკავშირში შევიტანე. გასულ წელს ევროპაში თავდაცვისთვის უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე წინა ათი წლის განმავლობაში. 800-მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პროგრამა. ეს არის ერთობლივი შესყიდვები, ერთობლივი პროექტები წევრ სახელმწიფოებს შორის. შესყიდვების პროგრამას 100 მილიარდი გამოყოფილი აქვს ერთობლივი პროექტებისთვის, რათა შევავსოთ ხარვეზები, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. მნიშვნელოვანია მეორე ელემენტი, კერძოდ, ეს 100 მილიარდი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ასევე ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ პროდუქციის 65 პროცენტი, ორი მესამედი, უნდა იყოს ევროპიდან, უკრაინიდან ან ევროპიდან და აღარ შეიძლება მისი საზღვარგარეთიდან შესყიდვა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვაზე დახარჯული მილიარდები სამუშაო ადგილების შექმნას, ინოვაციებისა და განვითარების ხელშეწყობაზეა გათვლილი.
0
0