
მაშველებმა ურეკში, ზღვაში, ინდოელი სტუდენტის ცხედარი დღეს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს.
უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც ურეკის ზღვაში მაშველები სამი დღე ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ დამხრჩვალი იპოვეს, - ამის შესახებ “სფეისნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “სფეისნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც “სფეისნიუსი” უკვე წერდა, ძლიერი შტორმის გამო, ზღვის ტალღამ სამი მოქალაქე 16 ივლისს გაიტაცა, ორის გადარჩენა მაშინვე მოხერხდა, ერთის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კი ამ დრომდე გრძელდებოდა.
"16 ივლისს, ზღვაში სამი ინდოელი სტუდენტი შევიდა და ტალღებმა გაიტაცა.... ორის გადარჩენა შეძლეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე წითელი ალმები დამაგრებულია, ისინი მაინც შევიდნენ აღელვებულ ზღვაში. გამაფრთხილებელ ალმებს ყურადღება, ალბათ, არ მიაქციეს…" - აცხადებდნენ ადგილობრივები.
0
0