![main-img](https://spnews.io/storage/1661/conversions/1(3)-share.jpg)
United Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც ნიგერიიდან ვაშინგტონში მიფრინავდა, აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა და თვითმფრინავმა მოულოდნელი მანევრი გააკეთა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა აფრენიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ შეექმნა. გავრცელებულ ვიდეო კადრები ჩანს, რომ თვითმფრინავის ბორტზე არეულობაა, მგზავრების პირადი ნივთები და საკვები კი თვითმფრინავის სალონშია მიმოფანტული.
კომპანია United Airlines-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეისი 613, რომელშიც 245 მგზავრი, ეკიპაჟის რვა წევრი და სამი პილოტი იმყოფებოდა, "ტექნიკური პრობლემისა და თვითმფრინავის მოულოდნელი მოძრაობის შემდეგ" ლაგოსში უსაფრთხოდ დაბრუნდა.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ტიპის ტექნიკური პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს.
0
0