21/07/2023
16:16
საზოგადოება
რუსული ბანკი „უნისტრიმი“, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა“ პარტნიორებთან შეუფერხებლად მუშაობის გასაგრძელებლად.
აღსანიშნავია, რომ Unistream სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვისთვის.
Unistream ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში გადარიცხვების დაკრედიტების საგადახდო სისტემების სიიდან უკვე გაქრა, იუწყება Paper Kartuli. „უნისტრიმიდან“ გზავნილების ჩარიცხვა შეჩერებულია საქართველოს ბანკშიც, იტყობინება საკრედიტო ორგანიზაცია. ეს არის ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი საქართველოში.
ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხის ცნობით, ყველა ქართულმა ბანკმა Unistream-თან მუშაობა შეაჩერა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2022 წელს ამ სისტემით რუსეთიდან საქართველოში 111 მილიონი დოლარის შემოტანა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ Unistream-ის გარდა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ Тинькофф Банк, Локо-Банк და ბანკი Солидарность. „ტინკოფმა” საქართველოში სავალუტო გადარიცხვები ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველო ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
0
0