13/11/2023
13:34
მსოფლიო
„გარდიანის“ ცნობით, უნგრეთის მთავრობა ახალი უწყების შექმნას გეგმავს, რომელიც იმ აქტივობებს გამოიძიებს, რომლებიც უნგრეთის „სუვერენიტეტს“ ემუქრება.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, უნგრეთის მმართველი პარტია ახალი კანონის პარლამენტში წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებს.
„გარდიანის“ ინფორმაციით, როგორც მმართველ პარტიაში მიანიშნებენ, ახალი კანონპროექტი იმ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და რომელთაც ბრიუსელის და ვაშინგტონის გავლენით მოქმედებაში სდებენ ბრალს.
„გარდიანთან“ საუბარში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უნგრული მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ახალი კანონით მთავრობა კრიტიკულად განწყობილი მედიისა და სამოქალაქო სექტორის ხმის ჩახშობას გეგმავს.
0
0