
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა ქვეყანაში მოქმედი უკრაინის საელჩოდან ორი ჯაშუში გააძევა.
„დღეს, უნგრეთიდან ორი ჯაშუში გავაძევეთ, რომლებიც ბუდაპეშტში არსებულ უკრაინის საელჩოში მუშაობდნენ და თავიანთ დიპლომატიურ სტატუსს სადაზვერვო საქმიანობისთვის ფარად იყენებდნენ,’’ - განაცხადა განაცხადა პეტერ სიიარტომ.
მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ უნგრული ჯაშუშური ქსელი აღმოაჩინა, რომელიც კიევის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ცდილობდა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი აგენტი, რომლებიც, მათი თქმით, უნგრეთის დავალებით მუშაობდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები უკრაინის სამხედრო ძალების ყოფილი წევრები იყვნენ, რომლებიც უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა დაიქირავა.
0
0