15/05/2023
23:08
მსოფლიო
უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მერვე ტრანში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოიყო უკრაინის შეაიარაღებისთვის. ამის შესახებ სააგენტო ANSA-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
მომდევნო ორშაბათს, 22 მაისს, 500 მილიონი ევროს ტრანში უნდა გაიცეს, მაგრამ ბუდაპეშტმა დაბლოკა გადაწყვეტილება, თითქოსდა მოითხოვა "გარანტიები", რომ ევროპის მშვიდობის ფონდი არ გამოიყენებოდა ექსკლუზიურად უკრაინის დასახმარებლად მომავალში.
ევროპის მშვიდობის ფონდი - ექსტრაბიუჯეტური ინსტრუმენტია, რომლის საერთო მოცულობა, დაახლოებით, რვა მილიარდი ევროა.
ამის წყალობით, ევროკავშირის ფონდი მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შვიდი თანმიმდევრული მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, როგორიცაა: მოზამბიკი, საქართველო, მოლდოვა, მალი, სომალი, ნიგერი, იორდანია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბანი და მავრიტანია.
0
0