
უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ვანდა შონდიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ეტაპია. შონდის განცხადებით, უცხო ქვეყნებიდან უნგრეთში ჩასული მუშახელის გამო ადგილობრივი დასაქმებულების ხელფასები მცირდება და ისინი სამუშაო ადგილებს კარგავენ.
როგორც ცნობილია, უნგრეთში უკვე დასაქმებულ ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშახელი უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა მომსახურება და წარმოება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოელ მუშახელზე.
0
0