
„უნდა ვიყოთ პროდასავლურები, მაგრამ სხვა ფორმით“- რატომ შეუერთდა ნუკრი შოშიაშვილი „ხალხის ძალას“
ექსპერტი და ტვ წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი, რომელიც მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზს სფეისნიუსთან განმარტავს.
მისი თქმით, ხალხის ძალა, არის მოძრაობა, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, უფრო ღიად უთხრას სათქმელი საზოგადოებას.
„მოძრაობა ,,ხალხის ძალაში’’ შესვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან აქამდეც მხარს ვუჭერდი იმ იდეას, რომ საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად სუვერენული და უნდა შევცვალოთ ფორმა და არა საგარეო კურსი, ჩვენ უნდა ვიყოთ პროდასავლურები, მაგრამ სხვა ფორმით, რომ ჩვენი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მეორე, იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მინდა ომი, მყავს შვილი და მინდა მშვიდობა და ის ძალები, რომლებიც არიან დასავლეთში თუ ქვეყნის შიგნით, გვაიძულებენ ამ ნაბიჯის გადადგმას და ეს ნაბიჯი და ეს პროექტი უნდა ვამხილოთ.
„ქართული ოცნება„ მაინც ითვალისწინებს სხვადასხვა პოზიციებს, იქნება ეს დასავლური თუ შიდა ოპოზიციური აზრი და მაინც ვერ ამბობს ღიად სათქმელს, „ხალხის ძალა“ კი უფრო მეტად ღიად იტყვის თავის სათქმელს და მე ამის მომხრე ვარ. ჩემი აზრით, ღიად უნდა იყოს ნათქვამი ის სათქმელი, ის მთავარი ხაზი, რაც საზოგადოებას სჭირდება, საზოგადოებას გააგებინებს რა ხდება მის თავს და რას უპირებენ.“ - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული მოძრაობას „ხალხის ძალა“, გუშინ "ოცნების" კიდევ 5 დეპუტატი,და ექსპერტები შეუერთდნენ.
0
0