
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
იგი ლიეტუვას მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ეხმიანება.
„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების, უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე, დარღვევა.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
P.S. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0