17/04/2024
23:35
პოლიტიკა
"მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია მთავრობის ადმინისტრაციასთან საუბრობს.
კანცელარიის მიმდებარედ ამ დროისთვის აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის კანცელარიაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.
„უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია“, - ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ , მთავრობის ადმინისტრაციის წინ, კითხვაზე, თუ რატომ მიიწევდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან.
სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე კანცელარიაში მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ უსაფრთხოებს ზომებს აძლიერებენ. სავარაუდოა, რომ შენობაში იმყოფება პრემიერი კობახიძეც.
0
0