12/11/2022
16:02
პოლიტიკა
კომპეტენტური, პოლიტიკური საქმიანობის სტაჟი, “მძიმეწონოსანი” (არა მხოლოდ ფიზიკური) და არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს - ასეთია რომან გოცირიძის კრიტერიუმები, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძის განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელობის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა, მისივე თქმით, დაბლა დაწეული სტანდარტების გამო, პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, “ნაცმოძრაობას” კანდიდატების შესარჩევად 4 კრიტერიუმს სთავაზობს:
1. უნდა იყოს კომპეტენტური
2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი
3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი, ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის)
4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს
"ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილება ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს", წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
0
0