30/12/2024
16:47
პოლიტიკა
რეჟიმს იმედი აქვს, რომ მოვლენები 2012 წლის რუსული “ბოლოტნაიას” სცენარით წავა – ხალხი დაიშლება და შემდეგ ყველას სათითაოდ გაუსწორდებიან, უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ სხვა მასალისგან ვართ ჩამოსხმული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს.
“სანქციები მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განცხადებები კარგია, მაგრამ თუნდაც ბოლო მოვლენები ნათლად გვანახებს, რომ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიანობაში და ძირითადად საკუთარი ძალების და აქტიურობის იმედი უნდა ჰქონდეს.
ქართველი ერი, როგორც არასდროს, ერთიანია თავისუფლების იდეის გარშემო და ამ იდეის გარშემო ერთიანობამ უნდა გაგვამარჯვებინოს! რეჟიმს იმედი აქვს, რომ მოვლენები 2012 წლის რუსული “ბოლოტნაიას” სცენარით წავა – ხალხი დაიშლება და შემდეგ ყველას სათითაოდ გაუსწორდებიან, უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ სხვა მასალისგან ვართ ჩამოსხმული,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0