საფრანგეთის ქალაქ ანგულემში, 46 წლის ქალი ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც არკაჩონის ყურეში გასეირნებისას, მისი 16 წლის ტყუპი ქალიშვილები მის რეაქტიულ თხილამურს [„ჯეტ თხილამურს“] შეეჯახნენ. ისინი რეაქტიული თხილამურებით სეირნობისას ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. დედა მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, როცა ტყუპები საკუთარ რეაქტიულ თხილამურებზე დასხდნენ. შეჯახების შედეგად, ქალმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი პარტნიორი და ქალიშვილები კი - მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქალი ბორდოს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.
საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, რეაქტიული თხილამურის მართვა დაშვებულია, მინიმუმ 16 წლის პირისთვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს იახტის მართვის მოწმობა ან აუცილებელია ჯეტ თხილამურის კვალიფიციური ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ მართვა.
The Mirror-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით გაურკვეველია, ეკეთათ თუ არა ოჯახის წევრებს ჩაფხუტები ავარიის დროს. ასევე უცნობია, ინციდენტის დროს გადააჭარბეს თუ არა აღნიშნულმა დამსვენებლებმა მართვის სიჩქარეზე დაწესებულ ლიმიტს. როგორც წესი, არკაჩონში რეაქტიული თხილამურის დაქირავებისას მისი მართვის სიჩქარე შეზღუდულია.
0
0