
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა (BSW) 5%-იანი ბარიერი გადალახა. პარტიამ ხმების 5.3% მიიღო და 83-მანდატიან პარლამენტში ხუთი ადგილი მოიპოვა.
პარტიის ლიდერი სარა ვაგენკნეხტი მოქმედი მთავრობის ჩანაცვლებას ითხოვს.
„არჩევნებში დამარცხებული CDU უნდა შეიცვალოს“, – წერს სარა ვაგენკნეხტი.
ვაგენკნეხტის თქმით, პარტიის პარლამენტში შესვლა მათი პროსამშვიდობო პოლიტიკის დამსახურებაა.
„ომის მზარდი საფრთხის დროს, მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ერთადერთი თანმიმდევრულად მშვიდობის მომხრე პარტია საქსონია-ანჰალტის სახელმწიფო პარლამენტში შევა“, – განაცხადა BSW-ის ლიდერმა.
სარა ვაგენკნეხტი ულტრამემარჯვენე AfD-სთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც მედია წერს, იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ითანამშრომლებენ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 39 მანდატს სარა ვაგენკნეხტის ალიანსის (BSW) ხუთი მანდატი დაემატება. 44 მანდატი კი საქსონია-ანჰალტის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისია.
შეგახსენებთ, წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%.
0
0