
ვხედავთ, რომ ევროკავშირში ახალი წევრების გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ამ მიმართულებით რაღაც ვადებს აწესებენ, თითქოს ამ პროცესს 10-15 წელი სჭირდება, დათქმაც აქვთ, ახალი წევრები იმ შემთხვევაში გაწევრიანდებიან, თუ ისინი კარგად მოიქცევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ახალი წევრების მიმართ რეპრესიული და დამამცირებელია.
„ვხედავთ, რომ ევროკავშირში ახალი წევრების გაწევრიანების საკითხი კითხვის ქვეშაა და ამ მიმართულებით რაღაც ვადებს აწესებენ, თითქოს ამ პროცესს 10-15 წელი სჭირდება. დათქმაც აქვთ, ახალი წევრები იმ შემთხვევაში გაწევრიანდებიან, თუ ისინი კარგად მოიქცევიან. ეს არის ზუსტად არასწორი პოლიტიკა და ევროკავშირის საქართველოსთან მიმართებით დღევანდელი მიდგომა.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, ზოგადად, გიღირს თუ არა ისეთი ევროკავშირის წევრობა, სადაც ხმის უფლება არ გექნება და დაგტუქსავენ? – ჯერ არგაწევრიანებულ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარგად არ მოიქცევიან და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, მათი შანტაჟისთვის ბერკეტებს იტოვებენ. თუ ისინი ისე არ იმოწმედებენ, როგორც ევროკავშირს და ევრობიუროკრატიას სურს, მაშინ შანტაჟის ენით ისაუბრებენ. გვაწყობს თუ არა ასეთი ევროკავშირი, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, რადგან ამ შემთხვევაში არ გვექნება ხმის უფლება და არ ვიქნებით სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
0
0