
კრემლი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ევროპის თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზად მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს ვხედავთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს ეხებოდა.
მისი თქმით, რუსეთმა სანქციებისგან უკვე გარკვეული „იმუნიტეტი“ შეიძინა.
„ჩვენ მათი წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევიძინეთ გარკვეული იმუნიტეტი სანქციებისგან. ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა.
0
0