უკრაინული მხარე არ ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ
A-
+A
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა Babel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან.
"იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები? ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა" - თქვა დანილოვმა.
მისივე თქმით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი "ბიოლოგიური მასალა" იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 24 იანვარს მოხდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ილ-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც უნდა გაეცვალათ. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავიც უკრაინამ ჩამოაგდო. თუმცა, უკრაინა ბრალდებებსა და რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციებს არ ადასტურებს. უშიშროების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
0
0
932
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%