
„დაიწყო: საქართველოში მყოფი რუსები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლას ახდენენ და რუსეთის ფედერაციას სთხოვენ ჯარის გაგზავნას“ - ამ სათაურით უკრაინული გამოცემა „ფოკუსი“ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, რუსების ჯგუფი ჩივის, რომ „საქართველოში რაღაც ხდება“ და თუ “ქართული ევრომაიდანი” გაიმარჯვებს, მაშინ რუსებს საქართველოში ვეღარ იცხოვრებენ.
„საქართველოში მცხოვრები რუსები უჩივიან შევიწროებას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო კონტინგენტის შემოყვანას სთხოვენ. ქსელში რუსეთის ფედერაციის განაწყენებული მოქალაქეების ვიდეომესიჯი გამოჩნდა“ - წერს „ფოკუსი“.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ სიბნელეში რამდენიმე რუსულენოვანი მამაკაცი დგას, რომელთა სახეები ძნელად შესამჩნევია და წუხან, რომ საქართველოში, ბოლო მოვლენების შემდეგ, „უკრაინული სცენარი“ განმეორდებოდა.
„რუსებო, ძმებო, ჩვენ ათწლეულებია საქართველოში ვცხოვრობთ, აქ გვაქვს სამუშაო და ოჯახი. ყველა ხედავთ, რა ხდება აქ, საქართველოში. ახლა საქართველოში ყველაფერი უკრაინული ბანდერას სცენარით ვითარდება. თავდაცვის სამინისტრო, გთხოვთ, გამოაგზავნოთ აქ სამშვიდობო კონტინგენტი. რუსები ვერ იცხოვრებენ, თუკი ქართული მეიდანი გაიმარჯვებს“, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე დღეს აღნიშნულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა და მას მორიგი “უკრაინული პროვოკაცია” უწოდა.
“სამწუხაროდ, უკრაინული მხრიდან არ წყდება პროვოკაციები, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან”, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით დაუსვეს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025