25/04/2023
13:53
პოლიტიკა
უკრაინამ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მესიჯიდან.
უწყების ცნობით, სუდანის ბრძოლით დაზარალებული დედაქალაქიდან, ხარტუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა.
უწყვეტი ბრძოლის, „დუმილის რეჟიმის“ დაუცველობის, საკვების, წყლისა და აღჭურვილობის ნაკლებობის პირობებში, შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებული იქნა უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად ავიაციის სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, ევაკუირებული იქნა საქართველოსა და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში გადაარჩინეს 138 მოქალაქე, მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი“, - ნათქვამია უკრაინის სააგენტოს განცხადებაში.
უკრაინული დაზვერვა იტყობინება, რომ ახლა ევაკუირებულები ეგვიპტეში იმყოფებიან და სახლში გაგზავნას ელოდებიან.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024