
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა, „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა,“ რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.
როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა – „მშვიდობა არ არის ომის არ არსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„რთული იქნება აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.
0
0