22/07/2023
09:05
მსოფლიო
CNN პენტაგონის გენერალური ინსპექტორის მოხსენების თანახმად წერს, რომ დამნაშავეებმა, მოხალისე მებრძოლებმა და იარაღით მოვაჭრეებმა უკრაინაში გასულ წელს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი და აღჭურვილობა მოიპარეს.
კერძოდ, ანგარიში მოიცავს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. ამავდროულად, უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს შეთქმულებები სამხედრო დახმარების ქურდობასთან დაკავშირებით.
დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტაცების ფაქტები ომის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირი იყო, შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეიარაღებაზე კონტროლი გაამკაცრა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პენტაგონი თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა უკრაინაში შესულ ყველა ამერიკულ აღჭურვილობას. თუმცა, აშშ გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანაში შეზღუდული ყოფნის გამო.
პენტაგონის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეიარაღების გადანაწილებაზე კონტროლს ვაშინგტონმა მხოლოდ 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო.
ანგარიშში, ასევე, ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად რთული იყო აშშ-სთვის ომის პირველ დღეებში თვალყური ედევნებინა მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდებოდა.
2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა განაახლა უკრაინის იარაღის საწყობების ადგილზე ინსპექტირება, რათა უკეთ გაეგოთ სად მიდიოდა აღჭურვილობა. დეპარტამენტმა, ასევე, მიაწოდა უკრაინელებს თვალთვალის სისტემები, მათ შორის სკანერები და პროგრამული უზრუნველყოფა.
აღნიშნულ მოხსენებას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი გამოეხმაურა.
„აშშ-ის მთავრობამ კარგად იცის არსებული რისკის შესახებ და პროდუქტიულად დგამს ნაბიჯებს ამ რისკის შესამცირებლად უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ რეალისტები ვართ, რომ ვაგზავნით იარაღს, რათა დავეხმაროთ უკრაინას აქტიურ კონფლიქტში თავის დასაცავად და არსებობს რისკი, რომ ეს იარაღი მტრის ხელში აღმოჩნდეს - რაც ხდება ნებისმიერ ომში“, - აღნიშნა სპიკერმა.
„კრიმინალურმა ორგანიზაციებმა მოახერხეს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღისა და აღჭურვილობის მოპარვა.
2022 წლის ივნისის ბოლოს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც მეთვალყურეობდა უსახელო რუსი ოფიციალური პირი, შეუერთდა მოხალისეთა ბატალიონს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით და მოიპარა იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი და 1000-ზე მეტი საბრძოლო მასალა. უკრაინის დაზვერვის სამსახურმა ჩაშალა შეთქმულება.
იმავე თვეში, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა, ასევე, ჩაშალეს იარაღით მოვაჭრეების შეთქმულება, რომლებიც მუშაობდნენ იარაღისა და საბრძოლო მასალის გაყიდვაზე, რომელიც სამხრეთ უკრაინის ფრონტიდან მოიპარეს.
ხოლო 2022 წლის აგვისტოში უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა აღმოაჩინეს მოხალისეთა ბატალიონის წევრების ჯგუფი, რომლებმაც მოიპარეს 60 თოფი და თითქმის 1000 ტყვია საბრძოლო მასალა და შეინახეს საწყობში, სავარაუდოდ შავ ბაზარზე გასაყიდად“, - ნათქვამია მოხსენებაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული, იყო თუ არა ეს იარაღი და აღჭურვილობა ამერიკული.
0
0