უკრაინისთვის გერმანიის დახმარების შემცირება ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს, ეს ძალიან საგანგაშო და ცუდი ამბავია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის ქალაქ სანტანდერში განაცხადა, წერს Le Monde.
„აბსოლუტური თვალსაზრისით, გერმანია ბევრს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის შეჭრასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამიტომ, სამომავლოდ ბერლინის მხრიდან კიევისთვის დახმარების შემცირება დიდ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი უკრაინის დახმარების თხოვნაზე უარს იტყვის, თუ ამ მხარდაჭერის დასაფინანსებლად თანხა არ მოიძებნება.
ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან ამჟამად უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებულ შეტევას ახორციელებს და მას მხარდაჭერა სჭირდება.
ამის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ბერლინი კიევის დახმარებას გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე გააგრძელებს.
0
0