17/03/2023
16:02
მსოფლიო
“უკრაინისთვის გადაცემული თვითმფრინავები განადგურდება” - ასეთია რუსეთის რეაქცია პოლონეთისა და სლოვაკეთის უკრაინისთვის დაპირებაზე რეაქტიული თვითფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით.
კერძოდ, კრემლმა პოლონეთი და სლოვაკეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ორივე ქვეყანა უკრაინას ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმოების რეაქტიული თვითფრინავების - MiG-29-ების გადაცემას დაჰპირდა.
მოსკოვში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების გადაცემა კონფლიქტის მიმდინარეობას არ შეცვლის და ისინი განადგურდებიან .
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება. ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს ქვეყნები სპეციალურად არიან დაკავებული ძველი საბჭოური არასაჭირო აღჭურვილობის განკარგვით“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
სლოვაკეთის 11 MiG-ისგან შემდგარი ავიაესკადრილია ექსპლუატაციიდან გასულ ზაფხულს მოიხსნა და თვითმფრინავების უმეტესობა ამჟამად არ ფუნქციონირებს. 2018 წელს სლოვაკეთმა მათ ჩანასაცვლებლად ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შეუკვეთა.
0
0