01/03/2023
15:16
მსოფლიო
რუსი ჯაშუში, რომელიც უკრაინული ჯარების სამხედრო მწვრთნელის ფორმაში იყო გადაცმული, მას შემდეგ დააკავეს, რაც მოსკოვისთვის ინფორმაციის გადაცემის გეგმა გაირკვა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მამაკაცი სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ მიკოლაივში დააკავეს, როცა დადგინდა, რომ ის რუსეთისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა
. ჯაშუშს დავალებული ჰქონდა რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემა უკრაინის თავდაცვის ძალების განლაგებისა და ბაზების. აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობთა ადგილმდებარეობის შესახებ. რომლებიც რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდებოდა.
„მოღალატე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში (FSB) საკუთარი ინიციატივით მივიდა და უწყებას უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარება შესთავაზა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა ჯაშუშის სახლის ჩხრეკისას მობილური ტელეფონი აღმოაჩინა, რომელიც შეიცავდა რუსულ მხარესთან მიმოწერას. სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ამჟამად ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ჯაშუშს საომარი მდგომარეობისას ჩადენილი ღალატის ბრალდება წაუყენეს.
"მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ყველა იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მტრულ სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობაში", - დასძინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.
0
0