28/08/2023
22:40
მსოფლიო
კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი თავის კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული პრესა სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცკავშირის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, 1976 წელს დაბადებული დიმიტრი ბაკაევის ცხედარი ოფისის სამსახურებრივ კაბინეტში იპოვეს. მან დატოვა ჩანაწერი, სადაც განმარტა თვითმკვლელობის მიზეზები.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, მათი წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მიზეზი საცხოვრებლის სესხი გახდა. ბაკაევი იმედოვნებდა, რომ მიიღებდა 30000 გრივნას - თანხას, რომელსაც სახელმწიფო შეჰპირდა მას, ვინც ფრონტისთვის მუშაობდა, მაგრამ არ იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში და მას შემდეგ, რაც მან ეს თანხა ვერ მიიღო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დატოვებულ ჩანაწერში იგი თავის სიკვდილში ხელმძღვანელობას ადანაშაულებს და ერთის მისამართით წერს, რომ იგი მუდმივად ცდილობდა შეელახა მისი პატივი და ღირსება, მეორესთან დაკავშირებით კი წერს, რომ მისმა მართვის მეთოდებმა განყოფილება გადააქცია საკონცენტრაციო ბანაკად, სადაც შეუძლებელია მუშაობა როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად.
0
0