
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ავტოკრატები და ძალიან მდიდარი ადამიანები მოსწონს.
გამოცემა Financial Times-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ახსნიდა ორი ლიდერის ურთიერთობას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს ავტოკრატებისა და ძალიან მდიდარი ადამიანების მიმართ ბუნებრივი სიმპათია აქვს.
„ის ღიად და ხმამაღლა ამბობს, რომ ასეთი ადამიანები უყვარს და პატივს სცემს. მისთვის ადამიანები, რომლებსაც 20, 30 ან 40 წლის განმავლობაში შეუძლიათ ლიდერებად დარჩენა, ძალიან ძლიერები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ინტერვიუს დროს ზელენსკიმ უკრაინას და აშშ-ს შორის გაფუჭებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ მის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს.
„ჩვენ ურთიერთობები არ დაგვინგრევია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0