08/11/2022
11:25
პოლიტიკა
უკრაინის უმაღლესი რადას და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეები ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მადლობას უხდიან.
რუსლან სტეფანჩუკისა და გორდან იანდროკოვიჩის წერილის თარგმანს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობისათვის, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 25 ოქტომბერს ზაგრებში, ხორვატიაში.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული გზავნილები მსოფლიოს გასაგონად ხმამაღლა გაჟღერდა: ჩვენი ურყევი ერთიანობა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობასთან დაკავშირებით, ჩვენი მტკიცე სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი ღიაობა უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო მექანიზმების შემუშავებისთვის. ჩვენ, ასევე, მოვახდინეთ ერთგულების დემონსტრირება ჩვენი ისეთი საერთო ღირებულებებისადმი, როგორებიცაა მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა", ნათქვამია მადლობის წერილში.
0
0