24/03/2023
12:24
პოლიტიკა
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიგონადაა გადაქცეული.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა:
"უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგ: 20% არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია, მიწასთანაა გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საჯარო, მათ შორის კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ზარალი, ექსპერტების დათვლით შეადგენს თითქმის 1 ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს არის გადაქცეული პოლიგონად. ასევე, გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონამდე უკრაინელმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, რაც არის ურთულესი გამოწვევა, ეს არის ტრაგედია, ამ სიტუაციას სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება", - თქვა ღარიბაშვილი.
0
0