რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით ქალაქ ლისიჩანსკში უკრაინის თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შენობაში განთავსებული იყო რესტორანი Adriatic. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედროები, ქალები და ერთი ბავშვი.
კრემლი აცხადებს, რომ თავდასხმაში გამოყენებული იქნა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. რუსეთმა თავდასხმას "ტერორისტული აქტი" უწოდა.
BBC წერს, რომ კიევს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართულად დაუმიზნეს შენობას, რადგან იცოდნენ, რომ ადგილობრივები ტრადიციულად შაბათობით მიდიან იქ ცომეულისა და სურსათის საყიდლად, მათ შორის მოხუცები და ბავშვებიანი ოჯახები.
ცნობისთვის, ლისიჩანსკი უკრაინაში, ლუგანსკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის რუსეთმა 2022 წლის ივლისში დაიპყრო.
0
0