23/12/2023
14:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი დეპარტამენტის უფროსი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოყოფილი დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქურდობაში ეჭვმიტანილის სახით დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, ოფიციალურმა პირმა გააფორმა ხელშეკრულება სპეციალურ ექსპორტიორ კომპანიასთან საარტილერიო ჭურვების საბითუმო პარტიის შესყიდვის შესახებ, რომლის ღირებულება მილიარდნახევარი გრივნაა. თანხა კომპანიის ანგარიშზე არ შემოსულა, მოგვიანებით კი სამინისტრომ გააფორმა ახალი ხელშეკრულება იმავე მწარმოებელთან იგივე ჭურვების მიწოდებაზე, ნათქვამია პრესრელიზში.
გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თანამდებობის პირი დააკავეს უკრაინის არმიის და სხვა სამხედრო ფორმირებების ლეგიტიმურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები. ამ მუხლით მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0