
„პანდა-დიპლომატია“ მოქმედებაშია — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი ჩინურ ტრადიციას აგრძელებს. მან განაცხადა, რომ ჩინეთი ატლანტის ზოოპარკს ორ გიგანტურ პანდას გადასცემს.
„დიდი პანდა ყოველთვის იყო მეგობრობის ელჩი ჩინელ და ამერიკელ ხალხებს შორის. მე მაქვს კარგი ახალი ამბავი: რამდენიმე დღეში ორი პანდა — პინ პინი და ფუშუანი — ჩავა თავის ახალ სახლში, ატლანტის ზოოპარკში, და ამერიკელებს შეხვდება.“- განაცხადა სი ძინპინმა.
თანამედროვე ჩინური „პანდა-დიპლომატიის“ ტრადიცია 1950-იანი წლებიდან არსებობს.
ამ დიპლომატიის ფარგლებში ჩინეთმა პირველი პანდები საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს გადასცა. 2019 წელს ტრადიცია გაგრძელდა. მოსკოვის ზოოპარკში ჩინეთიდან ჩაიყვანეს ჟუი და დინგდინგი, რომლებსაც 2023 წელს შეეძინათ კატიუშა, პირველი დიდი პანდა, რომელიც რუსეთში დაიბადა.
0
0