28/12/2024
10:43
მსოფლიო
უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს კონტროლი კურსკის ოლქზე 2025 წელს, - იუწყება Bloomberg.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაკარგეს კონტროლი კურსკის ოლქის ნახევარ ტერიტორიაზე, რომელიც მათ ამ წლის ზაფხულში მოიპოვეს. ამან შეიძლება შეასუსტოს კიევის პოზიციები რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო მოლაპარაკებების დროს, აღნიშნულია სტატიაში.
ეს დაკავშირებულია ჯარისკაცების არასაკმარის რაოდენობასთან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ასევე იმ გაუგებარ სიტუაციასთან, რომელიც იარაღის მომარაგების საკითხს უკავშირდება აშშ-ს და სხვა მოკავშირეების მხრიდან.
აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, უკრაინელი სამხედროები შეძლებენ დაიკავონ კურსკის ტერიტორია გაზაფხულამდე. შემდეგ მოუწევთ უკან დაიხიონ ან მოექცნენ ოკუპანტის ალყაში.
ამერიკელი ჩინოვნიკების ნაწილი თვლის, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში იმაზე დიდ ხანს შეძლეს გაჩერება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ნაწილობრივ, ამაში მათ ამერიკული რაკეტების გამოყენება დაეხმარა.
უკრაინის მიერ კურსკის ოლქის დაკავებამ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვარი მთლიანად დაცული არ არის და სხვა ადგილებში შეღწევაცაა შესაძლებელი. Bloomberg-ი ექსპერტ ჯორჯ ბაროსზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამერიკული იარაღის გამოყენებამ რუსეთში არ გამოიწვია ომის კატასტროფული ესკალაცია. მისი თქმით „ომი უიმედოდ არაა ჩიხში შესული და სინამდვილეში საკმაოდ დინამიკურია“.
0
0