03/08/2024
19:00
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლის პორტში დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავს "დონის როსტოვი", რომელიც ჩაიძირა.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში შეუტიეს მტრის წყალქვეშა ნავს და S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემას. ამრიგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ, სარაკეტო ძალების ნაწილებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად დააზიანა "ტრიუმფის" საჰაერო თავდაცვის სისტემის 4 გამშვები.
ასევე, სევასტოპოლის პორტში წარმატებით მოხვდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავს "დონის როსტოვს". დარტყმის შედეგად ნავი ადგილზე ჩაიძირა", - წერია განცხადებაში.
"დონის როსტოვი" ექსპლუატაციაში 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა. როგორც გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, 2023 წლის 13 სექტემბერს, უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, შემდგომში იგი გარემონტდა და გამოიცადა სევასტოპოლის ნავსადგურის წყლებში. წყალქვეშა ნავის ღირებულება 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
0
0