
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტზე არსებული სიტუაცია საკმაოდ რთულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ანა მალიარმა „ტელეგრამში“ დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მისი თქმით, დახმარება, რომელსაც დასავლეთი უკრაინას აწვდის, აქტიური შეტევითი ოპერაციებისთვის საკმარისი არ არის.
„წინ საკმაოდ ნელა მივიწევთ - დღეს არსებული მდგომარეობით, ეს რამდენიმე ასეული მეტრია დღეში სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე. ხშირად კი ბრძოლები პოზიციების ცვლილების გარეშე სრულდება. ჩვენ გვაწვდიან დახმარებას, მაგრამ ის საკმარისი არ არის. მსოფლიო ასეთი ომისთვის არ ემზადებოდა და მისთვის აუცილებელ იარაღს არ იმარაგებდა“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
მალიარი ასევე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბჭოთა ტექნიკის დიდი რაოდენობა გააჩნია, ხოლო რუსეთს ბევრად მეტი იარაღი აქვს. ანა მალიარის აზრით, ომის მსვლელობის შესაცვლელად ტექნოლოგიური გარღვევააა აუცილებელი.
0
0